Accessibility links

მიხეილ სააკაშვილი: რუსული პროექტი განწირულია წარუმატებლობისთვის


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უახლოეს წლებში რუსეთის, როგორც იმპერიის დაშლას და მის "ნორმალურ სახელმწიფოდ" გადაქცევას პროგნოზირებს. როგორც სააკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ რუსეთის იმპერიალისტური გზა ჩიხში შევა, ევრაზიული კავშირი კი კრახს განიცდის. "რუსული პროექტი განწირულია წარუმატებლობისთვის. დღევანდელ დღეს ვერცერთი იმპერია ვერ იარსებებს, მით უმეტეს, რუსული. თუ ჩვენ შევხედავთ ისტორიას, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა კოლონიები დაკარგეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ კოლონიები იბრძოდნენ დამოუკიდებლობისთვის, არამედ იმიტომაც, რომ პარიზსა და ლონდონში აღარ სჯეროდათ იმპერიის. ეს იმპერიები ეჭვქვეშ დადგა როგორც პერიფერიაში, ისე ცენტრებში. სწორედ ეს ხდება ამჟამად რუსეთში", - განმარტა საქართველოს პრეზიდენტმა. მისივე შეფასებით, იმპერიული ოცნების უარყოფა, ჯერ პერიფერიებში ხდება, მაგრამ იმპერიას მომავალში უარყოფენ ცენტრშიც.
XS
SM
MD
LG