Accessibility links

logo-print

რუსეთის დელეგაციამ დარბაზი დატოვა გაეროში მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლისას


გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართელოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლისას რუსეთის დელეგაციამ დარბაზი პროტესტის ნიშნავად დატოვა. როგორც რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროტესტის მიზეზი მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული მათთვის მიუღებელი შეფასებები გახდა. თავის გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, რუსეთი არ არის დაინტერესებული მეზობელი ქვეყნების სტაბილურობით და უარყოფს ძლიერი ხელისუფლების იდეას როგორც საქართველოში, ისე უკრაინასა და მოლდავეთში. სააკაშვილის სიტყვებით, მოსკოვს კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ როგორც კი ხელისუფლებაში ძლიერი ძალა მოვა, სახელმწიფოები გახდებიან დამოუკიდებელნი და უფრო მეტად დაიწყებენ დაახლოებას ევროპასთან. მან ასევე გააკრიტიკა ევრაზიის კავშირის იდეა და რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაში დაადანაშაულა. ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა თბილისის დროით ღამის 2 საათზე დაიწყო და ნახევარ საათს გასტანა.
XS
SM
MD
LG