Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში მსხვერპლი მოჰყვა რამდენიმე ბაზარში მოწყობილ აფეთქებებს


ბაღდადში, სულ ცოტა, 22 ადამიანი დაიღუპა რამდენიმე ბაზარში მოწყობილი აფეთქებების შედეგად. დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან. დაიჭრა ათობით ადამიანი. ერაყში ძალადობის მხრივ ყველაზე მძიმე ვითარებაა მას შემდეგ, რაც 2008 წელს გამოიკვეთა მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს შორის დაპირისპირების შესუსტების ნიშნები. მარტო მიმდინარე თვეში ერაყში 700-მდე ადამიანი დაიღუპა. წლის დასაწყისიდან კი ძალადობის მსხვერპლთა რიცხვი 4500-ს აღწევს.
XS
SM
MD
LG