Accessibility links

logo-print

რუსეთში სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა „გრინპისის“ ორ აქტივისტს


რუსეთის ქალაქ მურმანსკის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა გარემოს დამცველ ორგანიზაცია „გრინპისის“ ორ აქტივისტს, რომელიც გასულ კვირაში დააკავეს „გრინპისის“ გემზე არქტიკაში. ორივე აქტივისტი, დენის სინიაკოვი და გარემოსდამცველი რომან დოლგოვი, რუსეთის მოქალაქეა. რუსმა მესაზღვრეებმა სულ 30-მდე აქტივისტი დააკავეს მას შემდეგ, რაც „გრინპისმა“ გააპროტესტა არქტიკაში კომპანია „გაზპრომის“ საქმიანობა. მურმანსკის სასამართლო განიხილავს დანარჩენი დაკავებული აქტივისტების საქმეებსაც. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივნის, ვლადიმირ მარკინის განცხადებით, რომელიც მან სამშაბათს გააკეთა, ყველა დაკავებულს წაუყენებენ მეკობრეობის ბრალდებას. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მათ 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. „გრინპისის" აქტივისტები უარყოფენ, რომ არქტიკაში „გაზპრომის“ საბურღი პლატფორმის დაპყრობას აპირებდნენ.
XS
SM
MD
LG