Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI: პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის 39%-ით ლიდერობს გიორგი მარგველაშვილი


პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის გიორგი მარგველაშვილი 39%-ით ლიდერობს აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად. კოალიცია ”ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატს 18%-ით მოსდევს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი დავით ბაქრაძე. ამავე კვლევის თანახმად, შეკითხვას, ვის ისურვებდით საქართველოს პრეზიდენტად, 7%-მა უპასუხა, რომ ნინო ბურჯანაძეს. 3-3% აქვთ შალვა ნათელაშვილს და გიორგი თარგამაძეს, 2% - სალომე ზურაბიშვილს და 1% - კობა დავითაშვილს. პოლიტიკოსების რეიტინგში 69%-ით კვლავ ბიძინა ივანიშვილი ლიდერობს, დავით უსუფაშვილი კი გამოკითხულთა 60%-ს მოსწონს. მიხეილ სააკაშვილის მოწონების მაჩვენებელი წინა კვლევასთან შედარებით 23-დან 26%-მდეა გაზრდილი და 21-დან 33%-მდე ნინო ბურჯანაძის რეიტინგი. პოლიტიკურ ძალებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 50% აქვს ”ქართულ ოცნებას,” გამოკითხულთა 42%-მა კი ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად ნაციონალური მოძრაობა დაასახელა. NDI-ის კვლევის თანახმად, მინისტრების საქმიანობის შეფასების რეიტინგში თავდაცვის მინისტრი ლიდერობს. ირაკლი ალასანიასთან ერთად პირველ ხუთეულში არიან შს-თა, იუსტიციის, საგარეო საქმეთა და ენერგეტიკის მინისტრები. რაც შეეხება ინსტიტუტების საქმიანობას, რეიტინგში პირველ ადგილზეა საქართველოს ჯარი, მეორეზე პოლიცია, მესამეზე კოალიცია ”ქართული ოცნება," მეოთხეზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მეხუთეზე - პარლამენტი.
XS
SM
MD
LG