Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვს, მკაცრი რეაგირება მოახდინოს რუსეთის აგრესიაზე


რუსეთი არ არის დაინტერესებული მის გარშემო სტაბილური სახელმწიფოების არსებობით და ის, რისკენაც კრემლი ისწრაფვის მეზობელ ქვეყნებში მუდმივი ქაოსი და არეულობაა - ამის შესახებ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიაზე გამოსვლისას განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, რომლებსაც ევროპული ოჯახის და თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოების თანამეგობრობის წევრობა სურთ, მუდმივ ზეწოლასა და მუქარას განიცდიან. ”სომხეთი კუთხეში მიიმწყვდიეს და აიძულეს საბაჟო კავშირში გაწევრიანება, მოლდავეთს ბლოკადა გამოუცხადეს, უკრაინას თავს ესხმიან, აზერბაიჯანი განსაკუთრებული ზეწოლის პირისპირ არის დარჩენილი, საქართველო კი - ოკუპირებულია”, - განაცხადა პრეზიდენტმა. მან საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვა, აგრესიაზე მოახდინოს მკაცრი რეაგირება და საქართველოს რუსეთის ანექსიის დასრულებაში დაეხმაროს.
XS
SM
MD
LG