Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ფერხდება მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარება


პაკისტანში ლოგისტიკის ხარვეზები და სეპარატისტი მეამბოხეების მუქარა აფერხებს მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარებას. მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,7-ს შეადგენდა, სამშაბათს მოხდა სამხრეთ-დასავლეთ პაკისტანში მდებარე ბელუჯისტანის პროვინციაში. ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა, სულ ცოტა, 355 და დაშავდა 600-ზე მეტი ადამიანი. ხუთშაბათს 1000-ზე მეტი მაშველი და ჯარისკაცი ცდილობდა სტიქიური უბედურების ზონაში, ავარანის რაიონში ჩასვლას, მაგრამ მათ გადაადგილებას ხელი შეუშალა სარაკეტო იერიშმა ვერტმფრენზე, რომელშიც მაღალი რანგის პაკისტანელი სამხედრო პირი იჯდა. ამავე რაიონში თავდასხმა მოეწყო ექიმების ჯგუფზე. მიწისძვრის შედეგად სახლ-კარი დაკარგა 100 ათასზე მეტმა ადამიანმა.
XS
SM
MD
LG