Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოკ-ის დელეგაცია კმაყოფილია სოჭის ოლიმპიური ობიექტების მდგომარეობით


საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დელეგაციამ, რომელმაც დაასრულა საინსპექციო ვიზიტი ზამთრის მომავალი ოლიმპიური თამაშების დედაქალაქ სოჭში, დაასკვნა, რომ ქალაქი მზად არის თამაშების ჩასატარებლად. საგანგებო საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარის, ჟან-კლოდ კილის თქმით, ცალკეული ხარვეზების მიუხედავად, ოლიმპიური ობიექტების მდგომარეობისა და ინფრასტრუქტურისგან მიღებული საერთო შთაბეჭდილება მეტად დადებითია. სოჭში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, კილიმ დასძინა, რომ რუსეთში მიღებული კანონი არასრულწლოვანთა შორის ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ არ ეწინააღმდეგება ოლიმპიურ ქარტიას. ამ კანონის მიღებას ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მხრიდან მოჰყვა მოწოდებები „თეთრი ოლიმპიადის“ ბოიკოტისკენ. ეს ვიზიტი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრთა ბოლო სტუმრობა იყო სოჭში ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე, ანუ მომავალი წლის თებერვლამდე
XS
SM
MD
LG