Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კმაყოფილია ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრით


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მუჰამედ ჯავად ზარიფს შეხვდა. კერიმ განაცხადა, რომ კმაყოფილია ირანის ხელისუფლების ახალი, დადებითი მიდგომით ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების საკითხზე. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა ვერ გააქარწყლებს საერთაშორისო შეშფოთებას ირანის ბირთვული პროგრამის გამო. კერის განცხადებით, ირანი მოქმედებით უნდა შეეცადოს საერთაშორისო საზოგადოებრიობის დამშვიდებას. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კომენტარი გააკეთა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების შეხვედრის შემდეგ. მოგვიანებით კი კერისა და ზარიფის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. ირანსა და „ექვსეულს“ შორის მოლაპარაკებები ოქტომბერში ჟენევაში გაიმართება.
XS
SM
MD
LG