Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გლობალური დათბობის მიზეზთა 95% გამოწვეულია ადამიანის ქმედებებით


გაეროს მეცნიერთა ჯგუფმა მოამზადა ანგარიში კლიმატის ცვლილებაზე. ანგარიშის ავტორები თვლიან, რომ გლობალური დათბობის უმთავრესი მიზეზი ადამიანის ქმედებებია. კლიმატური ცვლილების მთავრობათაშორისმა ჯგუფმა დაამტკიცა ანგარიში. ჯგუფის წარმომადგენელმა ჯონათან ლინმა განაცხადა, რომ სტოკჰოლმში კლიმატური ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციის შეკრების მონაწილეებმა ანგარიში სრულად დაამტკიცეს. ანგარიში პარასკევს, მოგვიანებით გასაჯაროვდება. მასში აღნიშნულია, რომ გლობალური დათბობის მიზეზთა 95% ადამიანის მიერ არის გამოწვეული. წინამორბედ, 2007 წლის ანგარიშში ადამიანის როლი 90%-ით განისაზღვრა. ანგარიშში აგრეთვე აღნიშნულია, რომ გლობალური დათბობის ამჟამინდელი შენელება არ გაგრძელდება. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა 2014 წლის სექტემბერში კლიმატური ცვლილების სამიტის ჩატარების ინიციატივა წამოაყენა.
XS
SM
MD
LG