Accessibility links

logo-print

„გრინპისი“ გაასაჩივრებს თავისი აქტივისტების დაკავებას


საერთაშორისო გარემოსდამცველი ორგანიზაცია „გრინპისი“ აპირებს გაასაჩივროს რუსეთის სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად პატიმრობა შეუფარდეს ბევრ მათ აქტივისტს. 26 სექტემბერს მურმანსკის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა 22 ეკოლოგს, რომლებიც არქტიკის სანავთობო პლატფორმის მახლობლად საპროტესტო აქციას მართავდნენ. რვა პირის წინააღმდეგ, რომლებიც სამდღიან პატიმრობაში იმყოფება, სასამართლო გრძელდება. საერთაშორისო გარემოსდამცველი ორგანიზაცია „გრინპისი“ აცხადებს, რომ გაასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიაღწევს ეკოლოგების განთავისუფლებას. პატიმრობაში მყოფი არც ერთი ეკოლოგის ბრალი წაყენებული არ აქვთ. დაპატიმრებულთა შორის იმყოფება ფოტოგრაფი დენის სინიაკოვი, რომლის თავისუფლების აღკვეთას უფლებათადამცველი ორგანიზაციის „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ პროტესტი მოჰყვა.
XS
SM
MD
LG