Accessibility links

logo-print

ეუთოს სპეციალური წარგზავნილი კიშინოვსა და ტირასპოლში მართავს შეხვედრებს


კონფლიქტების საკითხებში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი ანდრი დეშჩიტსია მოლდავეთში აგრძელებს შეხვედრებს. ხუთშაბათს იგი და მოლდავეთში ეუთოს მისიის ხელმძღვანელს ჯენიფერ ბრაში დნესტრისპირეთის სეპარატისტული რეგიონის დედაქალაქ ტირასპოლში რეგიონის ლიდერებს შეხვდნენ. მხარეებმა იმსჯელეს 3 ოქტომბერს ბრიუსელში დაგეგმილი დნესტრისპირეთის მოწესრიგების საკითხებისადმი მიძღვნილი მოლაპარაკების მესამე რაუნდის დღის წესრიგთან დაკავშირებულ საკითებზე. პარასკევს ანდრი დეშჩიტსია მოლდავეთის საგარეო და ევროპული ინტეგრაციის საკითხების მინისტრს ნატალია გერმანს შეხვდება.
XS
SM
MD
LG