Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა შავი ზღვაში ბუნებრივი აირის მოპოვებას იწყებს


კონსორციუმი, რომელსაც სათავეში „ექსონ-მობილი“ და „შელი“ უდგანან, უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, სკიფსკაზე, შავი ზღვის უკრაინულ სექტორში , ბუნებრივი აირის საბადოს მომპოვებელი საწარმოს ააშენებენ. უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, შესაბამის შეთანხმებას კონსორციუმის წარმომადგენლებთან უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ედუარდ სტავიტსკიმ მოაწერა ხელი. გარიგების თანახმად პროექტის რეალიზებაში უკრაინული „ნადრა უკრაია“ და რუმინული „პეტრომიც“ მიიღებენ მონაწილეობას. ამოქმედების შემთხვევაში, სკიფსკას საბადო წელიწადში 8-დან 10-მილიარდ კუბურ მეტრ გაზს გამოიმუშავებს. ამ პროექტით უკრაინა ცდილობს შეამციროს რუსეთიდან მიღებულ ბუნებრივ იარზე დამოკიდებულება. წლის დასაწყისში ‘შელმა“ უკრაინის დონეცკის რაიონში „იუჟოვსკის“ საბადოს მშენებლობასაც მოაწერა ხელი.
XS
SM
MD
LG