Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ე.წ. საზღვრის გავლებას ირაკლი ალასანია ნების გამოცდად აფასებს


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისგან გამყოფ ხაზზე ე.წ. საზღვრის გავლებას საქართველოს პოლიტიკური და საზოგადოებრივი ნების გამოცდად აფასებს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. მისივე თქმით, მოწინააღმდეგის ამ პოლიტიკას საქართველო არცერთ შემთხვევაში არ აჰყვება. "ჩვენ ძალიან გონივრულად, დიპლომატიური და საერთაშორისო ზეწოლით შევაჩერებთ ამ პროცესს და ყველას, მათ შორის, აფხაზებსა და ოსებს უნდა დავანახოთ, რომ მხოლოდ მშვიდობიანად გვსურს მათთან ურთიერთობისა და ნდობის აღდგენა” - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ირაკლი ალასანიამ. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ სწორედ ეს არის საქართველოს პოლიტიკა, რომელსაც ქვეყანას ვერავინ შეაცვლევინებს.
XS
SM
MD
LG