Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა „პოტენციურად უზარმაზარ გამარჯვებად“ მიიჩნევს სირიის შესახებ რეზოლუციას


შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეფასებით, გაეროს რეზოლუცია, რომელიც სირიის ქიმიური იარაღის განადგურებას ითვალისწინებს, "პოტენციურად დიდი გამარჯვებაა" მსოფლიოსთვის. ობამა შეეხო სხვების მიერ გამოთქმულ შეშფოთებასაც, რომ სირიის მთავრობამ შესაძლოა არ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. მაგრამ ობამას თქმით, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტით, რეზოლუციის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა და გათვალისწინებულია ზომები მათი შესრულების შესამოწმებლად. გაეროს უშიშროების საბჭო პარასკევს ღამით შეიკრიბება სირიის შესახებ რეზოლუციის პროექტზე კენჭის საყრელად. სირია დაყაბულდა ქიმიური არსენალის განადგურებას, რასაც ითვალისწინებს ვაშინგტონის და მოსკოვის გეგმა, სირიის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმის თავიდან ასაცილებლად.
XS
SM
MD
LG