Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა ირანის პრეზიდენტს ესაუბრა


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ ტელეფონით ესაუბრა ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანის. ეს იყო, მისივე თქმით, ამერიკისა და ირანის პრეზიდენტების პირველი საუბარი 30-ზე მეტი წლის შემდეგ - საუბარი, რომლის შემდეგაც ობამას სჯერა, რომ ორი ქვეყანა მიაღწევს შეთანხმებას ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ. როგორც ობამა აღნიშნავს, მან და როჰანიმ თავიანთ გუნდებს დაავალეს, სწრაფად იმუშაონ სათანადო შეთანხმების მოსამზადებლად. დასავლეთი შიშობს, რომ თეირანის ბირთვული პროგრამა ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურება. ირანი უარყოფს ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG