Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში ულტრამემარჯვენე დეპუტატი დააკავეს


საბერძნეთში ულტრამემარჯვენე პარტიის „ოქროს განთიადის“ ლიდერი, ნიკოს მიხალოლიაკოსი დააპატიმრეს. პარლამენტის წევრს დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან კავშირში ედება ბრალი. პროკურატურამ გასცა ორდერი პარტია „ოქროს განთიადის“ წევრ რამდენიმე პირზე, რომელთაგან ხუთი საბერძნეთის პარლამენტარის დეპუტატია. ისინი იძებნებიან. გამოძიება მიმდინარეობს 34 წლის ანტიფაშისტის, 34 წლის რეპერ პავლოსა ფისას მკვლელობის საქმეზე. დანაშაულში ჩადენაში ეჭვმიტანილნი ნეონაცისტური პარტიის წევრები არიან. სამშაბათს ათენში 10 ათასი კაცი მონაწილეობდა ანტიფაშისტურ მსვლელობაში, რომელიც პროფკავშირებმა და რამდენიმე პარტიამ მოაწყო. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ოქროს განთიადმა“ საბერძნეთის საკანონმდებლო ორგანოში 18 ადგილი მოიპოვა.
XS
SM
MD
LG