Accessibility links

logo-print

ეშტონი „მნიშვნელოვან ნაბიჯს“ უწოდებს გაეროს რეზოლუციას სირიაზე


ევროკავშირი მიესალმება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მიღებას სირიის ქიმიური იარაღის შესახებ, რომელსაც „მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ უწოდა კავშირის საგარეო ურთიერთობის უწყების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა კეტრინ ეშტონმა. ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელის თანახმად, დოკუმენტს შეუძლია დაადგინოს სტანდარტები, რაც საერთაშორისო საზოგადოებას სირიის კრიზისზე დაბალანსებული და ერთიანი პასუხის გაცემის შესაძლებლობას აძლევს. კეტრინ ეშტონმა ევროკავშირის სახელით გამოთქვა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ყველა იმ მოქმედებსა, რაც რეზოლუციით არის გათვალისწინებული.
XS
SM
MD
LG