Accessibility links

logo-print

ავღანეთი მზად არის საერთაშორისო ძალების გასვლისათვის


ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებით ქვეყანა მზად არის საერთაშირისო ძალების გასვლისათვის. პარასკევს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზალმაი რასულმა გაიმეორა, რომ ექსტრემიზმი და ტერორიზმი კვლავ წარმოადგენს საფრთხეს. მინისტრის თქმით, თითქმის 30 წლიანი კონფლიქტისა და გარდამავალი პერიოდის შემდეგ, რაც 2001 წელს აშშ-ის ლიდერობით თალიბანის რეჟიმის დამხობას მოჰყვა, - ავღანეთი ახლა დემოკრატიულ მომავალზე ორიენტირებული და მოქმედი სახელმწიფო ინსტიტუტების მქონე ქვეყანას წარმოადგენს. საერთაშირისო კოალიციური ძალები ავღანეთის 2014 წლის ბოლოსთვის დატოვებენ.
XS
SM
MD
LG