Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული ქვედანაყოფი და თავდაცვის მინისტრი მუსლიმანმა შეიხმა დალოცა


საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები თბილისის ჯუმა მეჩეთში იმყოფებოდნენ. როგორც ჯარისკაცებთან მყოფმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, ავღანეთის საერთაშორისო მისიაში გამგზავრებამდე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ყველა ჯარისკაცი უნდა გაეცნოს მუსლიმური კულტურის ტრადიციებს. აღნიშნული ქვედანაყოფი როტაციით ავღანეთის საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში ჩაებმება. ISAF-ის მისიაში გამგზავრებამდე ქართველი საქართველოში შეიარაღებული ძალების ისტორიაში პირველად საქართველოს სრულიად მუსლიმთა კავშირის შეიხს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ვაგიპ აქპეროვმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, მსგავსი შეხვედრა უპრეცენდენტოა, როდესაც ნატოს ფარგლებში ისლამის წარმომადგენლები, უშუალოდ საქართველოს მუსლიმი თემის წარმომადგენლები, ჯარისკაცებს დალოცავენ და გაესაუბრებიან. მისივე განცხადებით, ქართველი სამხედროები დღეს ისლამის შესახებ მოისმენენ ლექციას და გაეცნობიან ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში არსებულ შეზღუდვებსა და ავღანელი ხალხის ადათ-წესებს.
XS
SM
MD
LG