Accessibility links

logo-print

კახა კალაძე ხუდონჰესის მოწინააღმდეგე არასამთავრობოებს აკრიტიკებს


„ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ახირებას ჩვენი ქვეყნის ბედს, საქართველოს ენერგოგანვითარებასა და ენერგოდამოუკიდებლობას ნამდვილად ვერ გადავაყოლებთ“, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ "ხუდონჰესის" საკითხის კომენტირებისას განაცხადა. მინისტრის განმარტებით პროექტს დიდი სარგებელი მოაქვს ქვეყნისთვის, ადგილობრივი მოსახლეობისთვისა და რეგიონისთვის. მისივე თქმით, მოსახლეობასთან დაიწყება მოლაპარაკებები და მათი ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული. "რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ამ თემით წლებია მანიპულირებს. ჩვენ სახელმწიფოს გაგვაჩნია ინტერესი, რომ ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები განხორციელებულიყო. ხუდონი არის ერთ-ერთი პრიორიტეტული და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ ამ პროექტს აუცილებლად განვახორციელებთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული", - აღნიშნა კახი კალაძემ.
XS
SM
MD
LG