Accessibility links

logo-print

იტალიის მთავრობა ბერლუსკონის პარტიის მინისტრებმა დატოვეს


იტალიის მთავრობის შემადგენლობა დატოვა ყველა მინისტრმა პარტია „თავისუფლების ხალხიდან“, რომელსაც მემარჯვენე ცენტრისტების ლიდერი, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი უდგას სათავეში. პარასკევს მინისტრებმა ვერ შეძლეს მოლაპარაკება გადასახადების სასწრაფო გაზრდაზე, რითაც საბიუჯეტო დეფიციტი ევროკავშირის მიერ დადგენილ დონემდე უნდა შემცირდეს. იტალიის პრემიერ-მინისტრმა ენრიკო ლეტამ განაცხადა, რომ მომავალ კვირაში პარლამენტის წინაშე მთავრობის ნდობის საკითხს დააყენებს. ვითარება მმართველ კოალიციაში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბერლუსკონისათვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევის საკითხი შევიდა პარლამენტში. იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს გადასახადების დამალვისათვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ელოდება. ვარაუდობენ, რომ ლეტას კაბინეტის დაშლა ქვეყანას ან ახალი მმართველი კოალიციის შექმნამდე, ანდა ვადამდელ არჩევნებამდე მიიყვანს.
XS
SM
MD
LG