Accessibility links

logo-print

ფეშავარში აფეთქებების შედეგად 33 კაცი დაიღუპა


პაკისტანის ხელისუფლების ინფორმაციით, სულ მცირე 33 კაცი დაიღუპა და 80-ზე მეტი დაშავდა ორი ბომბის აფეთქების შედეგად ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციაში. აფეთქება ქალაქ ფეშავარის ხალხმრავალ კისა ხვანის ბაზრობაზე, ქალაქის პოლიციის მახლობლად მოხდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაღუპულთა შორის ექვსი ბავშვი და 2 ქალია. კვირას მომხდარი აფეთქება უკვე მესამეა ბოლო კვირის განმავლობაში. გასულ კვირაში ფეშავარში ორი აფეთქება მოხდა ეკლესიაში, რასაც 82 ადამიანი შეეწირა. ტერაქტმა მღელვარება გამოიწვია ქრისტიანულ თემში. პარასკევს კი ბომბზე აფეთქდა ავტობუსი, რომელსაც ხელისუფლების თანამშრომლები გადაჰყავდა. დაიღუპა 18 მგზავრი. აფეთქებების სერია წინ უძღვის პაკისტანის ხელისუფლების განზრახვას, დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები პაკისტანის თალიბანთან.
XS
SM
MD
LG