Accessibility links

ირანი დათანხმდა ისრაელის სათვისტომოს ცენტრის აფეთქების ერთობლივ გამოძიებას


გავრცელებული ინფორმაციით თეირანი თანახმაა, ითანამშრომლოს არგენტინასთან 1994 წელს, ბუენოს-აირესში, ისრაელის სათვისტომოს სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების გამოძიების მიმართულებით. არგენტინის სასამართლო ირანს აბრალებს იმ აფეთქების დაფინასებას, რასაც 85 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. არგენტინის ოფიციალური „ტელამის“ სააგენტოს მიხედვით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰექტორ ტიმერმანმა და მისმა ირანელმა კოლეგამ, მოჰამედ ჯავად ზაფირმა, ერთობლივი გამოძიების ჩატარებაზე შეთანხმებას შაბათს, გაეროს გენერალური ასამბლეის შტაბ-ბინის კულუარებში შეხვედრის დროს მიაღწიეს. ორი ქვეყანა დააკომპლექტებს გამომძიებელთა ჯგუფებს, რომლებიც გამოძიების ჩასატარებლად ერთმანეთს ნოემბერში, ჟენევაში შეხვდებიან.
XS
SM
MD
LG