Accessibility links

logo-print

ინდონეზიის სანაპიროსთან 50-ზე მეტი თავშესაფრის მაძიებლი დაიხრჩო


ინდონეზიის ხელისუფლებას აღარ დარჩა იმედი, რომ ცოცხალს იპოვის რომელიმე მგზავრს იმ გემზე, რომელიც თავშესაფრის მაძიებლებთან ერთად ჩაიძირა ინდონეზიის სანაპიროსთან. დაღუპულად და დაკარგულად ითვლება 50-ზე მეტი კაცი. ინდონეზიისა და ავსტრალიის სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა კვირას განაახლეს სამძებრო სამუშაოები იავის სანაპიროსთან, მაგრამ ძლიერი ღელვის გამო იძულებულნი გახდნენ შეეწყვიტათ ძებნა. დადასტურდა, რომ დაიღუპა 21 კაცი, მათ შორის 7 ბავშვია. გადარჩა 28 მგზავრი. გემი, რომელსაც თავშესაფრის მაძიებლები, მეტწილად ერაყელი, ირანელი და ლიბანელები ავსტრალიისკენ გადაჰყავდა, პარასკევს ჩაიძირა. გემზე სულ 120 კაცი იმყოფებოდა.
XS
SM
MD
LG