Accessibility links

logo-print

საბერძნეთში ოლიმპიური ჩირაღდანი დაინთო


საბერძნეთის უძველეს ოლიმპიაში დღეს დაინთო 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის ჩირაღდანი, რომელიც დღეიდან დაიწყებს თავის მოგზაურობას. 6 ოქტომბერს ოლიმპიურ ცეცხლს მოსკოვში ჩაიტანენ, საიდანაც მას 14 ათასი მეჩირაღდნე გრძელ მანძილს გაატარებს. ოლიმპიური ცეცხლის დანთება ტრადიციულად პარაბოლური სარკის გამოყენებით მოხდა. 123 დღის განმავლობაში ოლიმპიური ჩირაღდანი მრავალ ადგილს მოივლის, მათ შორის ბაიკალის ტბას და ჩრდილოეთ პოლუსს. ოლიმპიური ცეცხლის ჩატანა სოჭში 2014 წლის 7 თებერვალს, ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე იგეგმება.
XS
SM
MD
LG