Accessibility links

logo-print

ნინო ბურჯანაძე ტელევიზიებს საეთერო დროის გამოყოფას სთხოვს


"დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენლები ნინო ბურჯანაძისთვის უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის თაობაზე ტელევიზიებს მიმართავენ. „სახალხო კრების“ ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი მიიჩნევს, რომ იგი ამ მხრივ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმყოფება. "სამწუხაროა, რომ ჯერჯერობით ჩემთვის არ გადაწყდა უფასო საეთერო დროს მოცემა. ჩვენ ვართ გაცილებით უფრო რთულ და დისკრიმინაციულ მდგომარეობაში, ვიდრე ნებისმიერი სხვა კანდიდატი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ",-განაცხადა ბურჯანაძემ კასპის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს. ნინო ბურჯანაძის წარმომადგენელი ცესკოში ირაკლი ჭყოიძე და იურიდიული სამსახურის თანამშრომლები ტელეკომპანიებს "იმედი", "რუსთავი 2", "კავკასია" და "მაესტრო" წერილობითი თხოვნით მიმართავენ, რომელიც "დემოკრატიული მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატ ნინო ბურჯანაძისთვის უფასო სარეკლამო დროის გამოყოფას ეხება.
XS
SM
MD
LG