Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამშაბათს აშშ-ის ზოგიერთმა უწყებამ შესაძლოა მუშაობას შეაჩეროს


აშშ-ის ზოგიერთმა სამთავრობო უწყებამ შესაძლოა სამშაბათიდან დროებით შეაჩეროს მუშაობა, მომავალი სახელმწიფო ბიუჯეტის გარშემო, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციასა და კონგრესის წარმომადგენელთა პალატას შორის მიმდინარე დაპირისპირების გამო. მთავარი წინააღმდეგობაა ბარაკ ობამას მიერ შეთავაზებული სამედიცინო დაზღვევის რეფორმის პროგრამა, რასაც რესპუბლიკური პარტია „ობამაკერს“ უწოდებს. პროგრამა აშშ-ის ყველა მოქალაქის აუცილებელ სამედიცინო დაზღვევას გულისხმობს, რაც რესპუბლიკელთა უკმაყოფილებას იწვევს. წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც რესპუბლიკური პარტია აკონტროლებს, შაბათს დილით დაწყებული და გვიან ღამეს დასრულებული განხილვის დროს, ფედერალური სამინისტროებისა და უწყებების დროებითი დაფინანსების ახალი რეზოლუცია მიიღო. თუმცა, სენატი, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, არ აპირებს დოკუმენტის განხილვას. თეთრმა სახლმაც განაცხადა, რომ დოკუმენტი მიუღებელი და „პრეზიდენტი მას ვეტოს დაადებს.“ აშშ-ში დღემდე არის მიღებული ბიუჯეტი 2014 წლის ფინანსური წლისათვის, რომელიც 1 ოქტომბერს იწყება. ამასთან დაკავშირებით კონგრესში მიმდინარეობს კამათი კანონპროექტზე, რომელიც სახელმწიფო უწყებებისათვის დროებითი დაფინასების გამოყოფას ითვალისწინებს. წინააღმდეგ შემთხვევაში სამშაბათიდან უწყებები შესაძლოა დაფინანსების გარეშე დარჩნენ და შეწყვიტონ მუშაობა. უხელფასო შვებულებაში გასვლა მოუწევს ორი მილიონამდე სახელმწიფო მოხელეთა ერთი მესამედი.
XS
SM
MD
LG