Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ჯარისკაცთა მასობრივ მოწამვლას იუწყებიან


არასამთავრობო ორგანიზაცია"ახალგაზრდა ადვოკატები" საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჯარისკაცების საკვებით მოწამვლის შესახებ იუწყება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაციიდან აცნობეს, მათი ინფორმაციით, 16–22 სექტემბრის შუალედში, მე–11 ბრიგადასა და საინჟინრო ბრიგადაში 330 ჯარისკაცის მოწამვლის ფაქტი დაფიქსირდა. "ბოლო პერიოდში ჯარისკაცების მოწამვლის გახშირებული ფაქტები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების კვების უსაფრთხოებაში არსებული პრობლემები გამოუსწორებელია და შეცვლილი მენეჯმენტი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ლოგისტიკის სფეროში არსებული საკითხების შესაბამის გადაწყვეტას და ხარვეზების აღმოფხვრას", - განაცხადა "ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა. ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ თავდაცვის სამინისტრო "ფაქტის მიჩქმალვას" არ შეეცდება. ივნისის დასაწყისში საკვებით 11 ჯარისკაცთა მოწამვლის ფაქტს ადგილი ჰქონდა ქუთაისში მდებარე სამხედრო ნაწილში, რის გამოც მინისტრი ალასანია არმიის კვების პრობლემებზე პასუხისმგებელი პირების „თავების დაგორებითაც“ დაიმუქრა.
XS
SM
MD
LG