Accessibility links

logo-print

ასადი აცხადებს, რომ შეასრულებს გაეროს რეზოლუციას


სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი აცხადებს, რომ შეასრულებს გაეროს უშიშროების აბჭოს რეზოლუციას და გაანადგურებს რეჟიმის ხელთ არსებულ ქიმიურ იარაღს. პარასკევს რეზოლუციის მიღების შემდეგ ასადმა პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა იტალიის ტელევიზიისათვის. ასადმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობის დათბობა, თუკი „ამერიკა გულწრფელი იქნება“ სასიკეთოდ იმოქმედებს სირიასა და მთელი რეგიონზე. ამასთან ასადი ფიქრობს, რომ ევროპი ქვეყნებს არ აქვთ უნარი იქონიონ გავლენა ნოემბრისათვის დანიშნულ ჟენევის სამშვიდობო კონფერენციაზე. სამშაბათიდან ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის 20 ინსპექტორი შეუდგა მოვალეობის შესრულებას დამასკში. ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა კვირას განაცხადა, რომ არ არსებობს საფუძველი ეჭვის შეტანისა ინფორმაციაში, რომელსაც ასადის რეჟიმი იძლევა ქიმიური იარაღის თაობაზე. ინსპექტორთა ჯგუფი იმედოვნებს, რომ ყოვლის მომცველი ანგარიშის პროექტი სირიაზე ოქტომბრის ბოლოსათვის იქნება მზად.
XS
SM
MD
LG