Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი საქართველოს მიწების „ჩუმი ანექსიის" შეჩერებაზე საუბრობს


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ნიუ-იორკიდან დაბრუნდა, აცხადებს, რომ ზად არის საქართველოს მთავრობასთან ერთად მის ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოიყენოს, რათა შეჩერდეს რუსეთის მხრიდან საქართველოს მიწების ჩუმი და ძალიან საშიში ანექსია.„ნებისმიერ ქმედებას დავუჭერ მხარს, რომელსაც საქართველოს მთავრობა გააკეთებს, რომელიც ამ ანექსიას შეაჩერებს. ახლა მოქმედების დროა, სწორედ ახლა მწყრობად და კოორდინებულად უნდა ვიმოქმედოთ“ -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან კვირას დაბრუნდა. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მხარდამჭერები დახვდნენ.
XS
SM
MD
LG