Accessibility links

logo-print

კენიის პარლამენტი სწავლობს სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის მიზეზებს


კენიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტი დღეს შეხვდება ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს, რათა განიხილონ იყო თუ არა დაშვებული შეცდომები ქვეყნის სპეცსამსახურების მუშაობაში, სანამ ნაირობის სავაჭრო ცენტრზე თავდასხმა განხორციელდებოდა. გარდა ამისა, პარლამენტარები გეგმავენ შეისწავლონ ხელისუფლების ქმედებები სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის პერიოდში, რასაც 70-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სავაჭრო ცენტრ „ვესტგეიტზე“ თავდასხმა ისლამისტური დაჯგუფების „ალ შაბაბის“ მებრძოლებმა განახორციელეს. დაიღუპა 67 ადამიანი, რამდენიმე ათეული კი დაკარგულად ითვლება.
XS
SM
MD
LG