Accessibility links

სერგეი ლავროვი: პუტინს სურს, სრულად გაანადგუროს მსოფლიოში არსებული ქიმიური იარაღი


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკის რეზიდენტ ბარაკ ობამასთან გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელიც „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შედგა, დააყენა საკითხი, რომ მსოფლიოში დარჩენილი ქიმიური იარაღი სრულად მოექცეს საერთაშორისო კონტროლის ქვეშ და განადგურდეს, ამის შესახებ მან გაზეთ „კომერსანტისათვის“ მიცემულ ინტერვიუშ განაცხადა. ლავროვი ასევე ამბობს, რომ რუსეთი მზად არის მიიღოს ფინანსური მონაწილეობაც ქიმიური იარაღის განადგურების პროცესში. 14 სექტემბერს, ჟენევაში ამერიკამ და რუსეთმა შეათანხმეს გეგმა 2014 წელს სირიიდან ქიმიური იარაღის გამოტანისა და მისი განადგურების თაობაზე.
XS
SM
MD
LG