Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდეტს აშშ-თან საჰაერო მიმოსვლის აღდგენა სურს


ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ ავიაციის უწყებებს დაავალა, შეისწავლონ აშშ-თან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობები. ბოლო 30 წელიწადზე მეტი ხანია ირანსა და აშშ-ს შორის საჰაერო მიმოსვლა გაწყვეტილია. პრეზიდენტის მრჩეველმა, აქბარ თორქანმა ირანის ახალი ამბების სააგენტოს უთხრა, რომ როჰანის ფრენების აღდგენის შესწავლა სურს, რათა ირანელ ემიგრანტებს შეუმსუბუქდეთ პრობლემები ირანში სტუმრობის სურვილისას.. როჰანიმ დასავლეთთან ურთიერთობაში გარდატეხის საწინდარი ნაბიჯები გადადგა გასულ კვირაში, სხვათა შორის, გაეროს გენერალურ ასამბლების სესიაზე გამოაცხადა მზადყოფნა, რომ მოილაპარაკებს თავისი ქვეყნის ბირთვული პროგრამის გარშემო. პარასკევს ის ტელეფონით ესაუბრა ამერიკელ კოლეგას, ბარაკ ობამას. ის იყო ამ ორი ქვეყნის ლიდერებს შორის პირველი უშუალო საუბარი 1979 წლის შემდეგ, როცა თეირანმა და ვაშინგტონმა გაწყვიტეს დიპლომატიური ურთიერთობა.
XS
SM
MD
LG