Accessibility links

logo-print

ვაცლავ ჰაველის პრემია ბელორუს უფლებადამცავს მიენიჭა


ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემია, რომელიც წელს დაარსდა, ბელორუს უფლებადამცავს, საპატიმროში მყოფ ალეს ბელიაცკის მიენიჭა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ, ჟან კლოდ მინიონმა, რომელიც ჟიურის ედგა სათავეში, ამცნო დამსწრეთ პრემიის ლაურეატის ვინაობა და უფლებადამცავის ცოლს მიმართა: „პრემია წელს, მიენიჭა, ქალბატონო, თქვენს ქმარს, ბატონ ალეს ბელიაცკის“. პრემიაზე წარდგენლი და სამ მთავარ კანდიდატს შორის იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. მას, ლაურეატთან ერთად, მეტოქეობას უწევდა ჩინეთის უფლებათა დაცვის ქსელი. ისინი 27 კანდიდატიდან შეარჩია ჟიურიმ. ვაცლავ ჰაველის ხსოვნის პატივსაცემად უფლებადამცველთათვის 60 ათას ევროიანი პრემია წელს მარტში დააწესეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, პრაღის ჰაველის სახელობის ბიბლიოთეკამ და ფონდმა “ქარტია 77”-მა.
XS
SM
MD
LG