Accessibility links

logo-print

თურქეთის პრემიერმა ადრე დაპირებული რეფორმები გამოაცხადა


თურქეთის პრემიერ-მინისტმა, რეჯეფ თაიფ ერდორანმა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ადრე დაპირებული რეფორმები გამოაცხადა. ერდოანმა ანკარაში პრესკონფრენეციაზე თქვა, რომ ეს „ისტორიული მომენტია, მნიშვნელოვანი ნაბიჯი.“ მისი თქმით, შეთავაზებული რეფორმები არასახელმწიფო სკოლებში თურქულის გარდა სხვა ენებზე სწავლებასაც გულისხმობს. თურქეთმა ამ რეფორმების ძალით, შეიძლება შეამციროს ან საერთოდ გააუქმოს პარლამენტში მოხვედრისთვის საჭირო ათ პროცენტიანი ბარიერი პარტიებისთვის. ერდოანის განცხადებით, თურქეთი აღარ აკრძალავს სახელმწიფო ინსტიტუციებში ისლამური თავსაფრით ქალების შესვლას. ახალი წესები არ შეეხება სამართლებრივ და სამხედრო უწყებებს. მან ასევე გამოაცხადა,რომ თურქეთი სახელმწიფოს მიერ ჩამორთმეულ ქონებას უბრუნებს სირიელ ქრისტიანებს.
XS
SM
MD
LG