Accessibility links

logo-print

გაეროს ქიმიური იარაღის ინსპექტორებმა სირია დატოვეს


დღეს გაეროს ქიმიური იარაღის ინსპექტორთა ჯგუფმა, რომელიც ამ ქვეყანაში ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხს იკვლევს, სირია დატოვა. ეს ინსპექტორთა მეორე მისია იყო ორ თვეში. მათ გამოიკვლიეს შვიდი შემთხვევა, მათ შორის 21 აგვისტოსი, როცა სავარაუდოდ, ქიმიური იარაღის გამოყენება მოხდა, მათ შორის 21 აგვისტოს ინციდენტი, რომელსაც ასეულობით ადამიანი ემსხვერპლა. თავიანთ დასკვნას ექსპერტები მომალ თვეში გამოაქვეყნებენ. სამშაბათს სირიაში ჩასვლას აპირებს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც სირიის ქიმიური არსენალის შემოწმებას და განადგურების პროცესს დაიწყებს. სირია, რუსეთის ინიციატივით, დათანხმდა თავისი ქიმიური არსენალის განადგურებას მას მერე, რაც 21 აგვისტოს თავდასხმის შემდეგ დასავლეთის ქვეყნები მას სამხედრო თავდასხმით დაემუქრენ.
XS
SM
MD
LG