Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დაფუძნდა თანაინვესტირების ფონდი


საქართველოში დაფუძნდა თანაინვესტირების ფონდი, რომლის კაპიტალი ამჟამად შეადგენს 6 მილიარდ აშშ დოლარს. ამ თანხიდან ერთი მილიარდი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინვესტიციაა. ბიძინა ივანიშვილის გარდა კერძო ფონდის ინვესტორთა შორის არიან დაბი ჯგუფი (Dhabi Group), რაკი (RAK Investment Authority), აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო ფონდი (State Oil Fund of the Republic of Azerbaijan), კომპანია ყაზტრანსოილის წარმომადგენელი კომპანია ბათუმის ინდუსტრიული ჰოლდინგი (Batumi Industrial Holding Limited), ჩალიკ ჰოლდინგი (Calik Holding A.S) და მაილსთოუნ ჰოლდინგი (Milestone International Holdings Group Limited). ფონდის პრეზენტაციისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ თანაინვესტირების ფონდი კაპიტალს დააბანდებს სერიოზულ, კარგად გათვლილ და რეალურად მოგებიან პროექტებში და ამასთან, თავადაც განახორციელებს დიდ პროექტებს. მათ შორის ბიძინა ივანიშვილმა დაასახელა ანაკლიაში პორტის მშენებლობა და რკინიგზის რენტაბელობის გაზრდა, რათა საქართველომ ეფექტურად შეასრულოს მისი სატრანზიტო ფუნქცია და ეკონომიკას რეალური სარგებელი მოუტანოს. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა კიდევ ორი ფონდის შექმნაზე, რომელთაგან ერთი ინოვაციურ პროექტებს დააფინანსებს. ”რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და აუცილებელია ეკონომიკური სტაბილურობა, ბიზნესის დამოუკიდებლობა და თავისუფლება და ყველა ინვესტორის დაცვა”, - განაცხადა ივანიშვილმა.
XS
SM
MD
LG