Accessibility links

logo-print

მაია ფანჯიკიძე დაგვიანებულად მიიჩნევს თანამშრომლობის შესახებ პრეზიდენტის შეთავაზებას


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მთავრობასთან კოორდინირებულად მოქმედებისთვის პრეზიდენტის მზადყოფნას დაგვიანებულად მიიჩნევს. ”ყველა დახმარება მისასალმებელია, თუმცა, შეთავაზება საკმაოდ გვიან მოდის, რადგან მას პრეზიდენტობის მხოლოდ ერთი თვე დარჩა”, - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს მაია ფანჯიკიძემ. ნიუ-იორკიდან თბილისში დაბრუნებულმა მიხეილ სააკაშვილმა 29 სექტემბერს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს რუსეთის ანექსიის შესაჩერებლად საქართველოს მთავრობის ნებისმიერ ქმედებას, რადგან კოორდინირებული მოქმედების დროა, ძალა კი ერთობაშია. რაც შეეხება მთავრობის ქმედებას, საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ერთადერთი ინსტრუმენტი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მობილიზაციაა და ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლება ძალიან აქტიურად მუშაობს. "მომავალი ერთი თვის განმავლობაში, სანამ ჟენევის დისკუსია განახლდება, დაგეგმილი გვაქვს კიდევ ბევრი შეხვედრა და თუ ჟენევის მოლაპარაკება რაიმე პროგრესს ისევ არ გვაჩვენებს, სიტუაციის შესაცვლელად მთავრობა ალტერნატიულ გზებზე ფიქრობს”, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. ჟურნალისტების შეკითხვას, ხომ არ გამორიცხავს მაღალი დონის შეხვედრას რუსეთის წარმომადგენლებთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა, რომ არ გამორიცხავს არაფერს, რაც საქართველოსთვის სასარგებლო იქნება.
XS
SM
MD
LG