Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს საქართველოს მხარდაჭერისთვის


ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრ ელჩებთან შეხვედრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მოუწოდა, განაგრძოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არააღიარების ქმედითი პოლიტიკა. ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთთან ე.წ. საზღვრის დემარკაციაზე და ევროკავშირს მიმართა, სათანადო რეაგირება მოახდინოს საგანგაშო ვითარებასა და რუსეთს უკანონო ქმედების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდოს. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად ფიგურირებდეს ევროკავშირისა და რუსეთის პოლიტიკური დიალოგის დღის წესრიგში.
XS
SM
MD
LG