Accessibility links

logo-print

პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დღეს თბილისში შეხვდნენ ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრ ელჩებს


სერიოზული საგარეო გამოწვევების გამო ევროკავშირს აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ბიძინა ივანიშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დღეს თბილისში შეხვდნენ ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრ ელჩებს. ბიძინა ივანიშვილმა ევროკავშირს მიმართა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან შეთანხმებული მიზნების რეალიზაცია ვილნიუსის სამიტისთვის უზრუნველყოს და მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებას. პრემიერის განცხადებითვე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია და სწორედ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მისცემს ქვეყანას ნამდვილი დემოკრატიის შექმნის შესაძლებლობას. "მხოლოდ ეს განაპირობებს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებასა და დემოკრატიულ განვითარებას და ამიტომ ხელისუფლების უპირველესი ამოცანაა, დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება, დაცვა და დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოს შენება”, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
XS
SM
MD
LG