Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზი შენგენის ზონაში რუმინეთის და ბულგარეთის გაერთიანების წინააღმდეგია


საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლორან ფაბიუსმა განაცხადა, რომ ევროპის კავშირის „შენგენის ზონაში“ რუმინეთის და ბულგარეთის გაერთიანებას საფრანგეთი არ ემხრობა. ფაბიუსის თქმით, ბულგარეთის და რუმინეთის მიღება "შენგენის ზონაში" გამოიწვევდა ნ ევროპის კავშირში ამ სახელმწიფოების გავლით მესამე ქვეყნებიდა მიგრანტიების თავისუფალ ჩაღწევას. ფაბიუსის კომენტარი მოჰყვა მძაფრ კამათს საფრანგეთში ბოშა ემიგრანტების გარშემო. ისინი იქ ძირითადად რუმინეთიდან და ბულგარეთიდან ჩადიან. შინაგან საქმეთა მინისტრმა, მანუელ ვალსმა განაცხადა, რომ ბოშების ინტეგრირება ფრანგულ საზოგადოებაში შეუძლებელია, ამიტომ ისინი შინ უნდა იქნენ გაგზავნილი. შეზღუდვები, რომლებიც რუმინეთის და ბულგარეთის მოქალაქეთა პასპორტების შემოწმებას უგლიხმობს, დაწესდა ევროპის კავშირში მათი გაწევრიანების შემდეგ 2007 წელს და გაუქმდება იანვრიდან. გაწევრინების შესახებ კენჭისყრა წლის ბოლოსთვის გაიმართება.
XS
SM
MD
LG