Accessibility links

logo-print

ნეტანიაჰუ და ობამა ირანზე იმსჯელებენ თეთრ სახლში


ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობაში ბოლოდროინდელი დათბობაა თემა თეთრ სახლში დაგეგმილი შეხვედრისა, რომელიც გაიმართება პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეტანიაჰუს შორის. ისრაელის ოფიციალური პირების თანახმად, ნეტანიაჰუ აპირებს ობამას უთხრას, რომ ეკონომიკურმა სანქციებმა აიძულა ირანი მოლაპარაკების მაგიდასთან მისულიყო და ახლა, არა შერბილება, არამედ მათი გამკაცრებაა საჭირო. ირანი და აშშ შეთანხმდნენ გასულ კვირაში, რომ ირანის ბირთვული კრიზისის დიპლომატიური გზით მოსაგვარებლად საჭიროა დაუყოვნებლივი დაიწყოს მოლაპარაკება. ორი ქვეყნის ლიდერებს შორის პარასკევის სატალეფონო საუბარი პირველი უშუალო კონტაქტი იყო ბოლო 34 წლის მანძილზე.
XS
SM
MD
LG