Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მთავრობას შესაძლოა, მუშაობის შეჩერება მოუხდეს


აშშ-ის მთავრობას შესაძლოა, მუშაობის შეჩერება მოუხდეს მომავალი საფინანსო წლის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის გამო. სენატში უმრავლესობაში მყოფი დემოკრატების ლიდერმა, ჰარი რიდმა პირობა დადო, რომ ჩააგდებს კანონპროექტს, რომელიც რესპუბლიკელებმა წარმოადგინეს. ამ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში შეერთებული შტატების მთავრობა მართალია, შეძლებდა მუშაობის გაგრძელებას, მაგრამ სამაგიეროდ დაფინანსების გარეშე დარჩებოდა ჯანდაცვის საყოველთაო ხელმისაწვდომობის კანონი, რომელსაც „ობამაკეირს“ უწოდებენ. თუ მხარეები ადგილობრივი დროით შუაღამემდე ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, აშშ-ის მთავრობის 800 000-მდე თანამშრომელს იძულებით უხელფასო შვებულებაში გაუშვებენ, ხოლო მილიონობით თანამშრომელს უხელფასოდ მუშაობას სთხოვენ. შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას სჯერა, რომ საქმე არ მივა მთავრობის მუშაობის იძულებით შეჩერებამდე, რაც 17 წელია, აღარ მომხდარა. ამ საკითხს ობამა ორშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას შეეხო.
XS
SM
MD
LG