Accessibility links

logo-print

გაეროს ქიმიური იარაღის ინსპექტორებმა სირია დატოვეს


ქიმიური იარაღის ექსპერტებმა, რომლებსაც გაერომ დაავალა გამოძიების ჩატარება სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ბრალდებასთან დაკავშირებით, უკვე დაასრულეს თავიანთი მისია და სირიიდან გაემგზავრნენ. მათი ავტოკოლონა დღეს ბეირუთში ჩავიდა. ეს იყო ბოლო ორ თვეში გაეროს ინსპექტორების მეორე ვიზიტი სირიაში. გაეროს ინსპექტორებმა გამოიძიეს ქიმიური იარაღის გამოყენების შვიდი სავარაუდო შემთხვევა, მათ შორის დამასკთან 21 აგვისტოს მოწყობილი თავდასხმა, რომელმაც ასობით ადამიანი შეიწირა. ისინი მომავალ თვეში წარმოადგენენ მოპოვებული მასალის ამსახველ ანგარიშს. სამშაბათს სირიაში ჩავა ექსპერტების სხვა ჯგუფი - ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის დელეგაცია, სირიის ქიმიური იარაღის შემოწმებისა და განადგურების პროცესის დასაწყებად. სირია თავისი ქიმიური იარაღის განადგურებას დაყაბულდა მას შემდეგ, რაც 21 აგვისტოს თავდასხმას მოჰყვა დასავლეთის მუქარა დამასკის წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენციით.
XS
SM
MD
LG