Accessibility links

logo-print

ბაღდადში აფეთქებებმა 50-ზე მეტი ადამიანი შეიწირა


ბაღდადში, სულ ცოტა, 51 ადამიანი შეიწირა დანაღმული ავტომანქანებით მოწყობილი აფეთქებების სერიამ. დაიჭრა 100-ზე მეტი ადამიანი. ოფიციალური პირების ცნობით, სულ ცოტა, 11 აფეთქება მოეწყო უმეტესწილად შიიტებით დასახლებულ უბნებში და უბნებში, სადაც სხვადასხვა კონფესიის მიმდევრები ცხოვრობენ. ერაყის ცენტრალურ ნაწილში ექსტრემისტების თავდასხმებით განახლდა სუნიტებსა და შიიტებს შორის სისხლისმღვრელი დაპირისპირება, რომლის კულმინაციადაც აქამდე 2006-2007 წლები ითვლებოდა და რომელმაც ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG