Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესმა ჯერ ვერ მიაღწია კომპრომისს მთავრობის მუშაობის დასაფინანსებლად


აშშ-ის სენატმა უარყო რესპუბლიკელების მცდელობა, მთავრობის მუშაობის დროებით დაფინანსება დაეკავშირებინათ ჯანდაცვის სფეროს მასშტაბური რეფორმის დაფინანსების დაბლოკვასთან. სენატში უმრავლესობას პრეზიდენტ ბარაკ ობამას თანაპარტიელი დემოკრატები შეადგენენ. კენჭისყრისას 54-მა სენატორმა დაუჭირა მხარი რეზოლუციას მთავრობის მუშაობის დროებით დაფინანსებაზე და რეზოლუციიდან ამოიღო დებულება ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების შეჩერების შესახებ. ახლა დოკუმენტი ისევ ბრუნდება განსახილველად წარმომადგენელთა პალატაში, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკელებს აქვთ. თუ აშშ-ის სენატი და წარმომადგენელთა პალატა შუაღამემდე ვერ შეთანხმდებიან ერთობლივ რეზოლუციაზე, აშშ-ის მთავრობის 800 000-მდე თანამშრომელს იძულებით უხელფასო შვებულებაში გაუშვებენ, ხოლო მილიონობით თანამშრომელს უხელფასოდ მუშაობას სთხოვენ. შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას სჯერა, რომ საქმე არ მივა მთავრობის მუშაობის იძულებით შეჩერებამდე, რაც 17 წელია, აღარ მომხდარა. ამ საკითხს ობამა ორშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას შეეხო.
XS
SM
MD
LG