Accessibility links

სეულში სამხედრო აღლუმზე ახალი რაკეტა აჩვენეს


სამხრეთ კორეაში დღეს გამართულ სამხედრო აღლუმზე პირველად აჩვენეს გრძელ რადიუსში მოქმედი რაკეტა, რომელსაც შეუძლია მისწვდეს ნებისმიერ პუნქტს ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე. აღლუმში მონაწილეობდნენ 11 ათასი სამხედრო მოსამსახურე, 120 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, წარმოდგენილი იყო შეიარაღების 200-მდე სახეობა. „ჰიუნმუ-3“ ტიპის რაკეტა სამხრეთ კორეაშია დამზადებული, მისი მოქმედების რადიუსი 1000 კილომეტრს წვდება. თავის გამოსვლაში, პრეზიდენტმა პარკ გეულ-ჰიემ განაცხადა, რომ სამხრეთმა კორეამ უნდა შეინარჩუნოს ძლიერი კავშირი შეერთებულ შტატებთან და შექმნას ანტისარაკეტო თავდაცვა და პრევენციული დარტყმის სისტემა, რათა ჩრდილოეთმა კორეამ გააცნობიეროს, რომ არ გამოადგება ბირთვული იარაღი და რაკეტები, რომელთა ფლობაც მას "აკვიატებული" აქვს.
XS
SM
MD
LG