Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში შესაძლოა, აღარ შეუშვან მოლდაველი მიგრანტი მუშები


მოლდავეთის 200 000-მდე მოქალაქეს აღარ ეძლევა სეზონური სამუშაოების შესასრულებლად რუსეთში შესვლის შესაძლებლობა. რუსეთის მიგრაციის ფედერალური სამსახურმა სამშაბათს გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომ რუსეთში ხელახლა შესვლაზე უარს ეტყვის მოლდავეთის მოქალაქეებს, რომლებსაც რუსეთში ყოფნისას არ გაუვლიათ რეგისტრაცია ადგილობრივ პოლიციაში, ან მიგრაციის ფედერალური სამსახურის განყოფილებებში. 700 ათასამდე მოლდაველი მიგრანტი მუშის უმრავლესობა რუსეთში მუშაობს. ისინი რეგულარულად ბრუნდებიან მოლდავეთში, რუსეთში გამომუშავებული ფულით. მიგრანტ მუშებზე ეს განცხადება სამ კვირაში მოჰყვა რუსეთის მიერ მოლდავეთიდან ღვინის იმპორტის აკრძალვას. ორივე ნაბიჯი მიჩნეულია კიშინიოვის გაფრთხილებად ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ნოემბრის სამიტამდე, ნუ მოახდენს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას.
XS
SM
MD
LG