Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბანგლადეშში სიკვდილი მიუსაჯეს ოპოზიციონერ პარლამენტარს


ბანგლადეშში სიკვდილი მიუსაჯეს წამყვანი ოპოზიციური პარტიის წევრ პარლამენტარს, სალაუდინ ყუადერ ჩაუდარის, რომლისთვის წაყენებული ბრალდებები 1971 წელს, ბანგლადეშის დამოუკიდებლობისათვის ომს უკავშირდება. მსჯავრდებული ბანგლადეშის ნაციონალური პარტიის წევრია. ტრიბუნალმა ის დამნაშავედ სცნო მკვლელობებსა და გენოციდში. ბანგლადეშში სასიკვდილო განაჩენის გამოტანის წინა შემთხვევებს, როცა ის ისლამისტურ პარტია „ჯამაათ-ე-ისლამის“ ლიდერებს ეხებოდა, მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. 1971 წელს ისლამისტები იბრძოდნენ პაკისტანისაგან ბანგლადეშის გამოყოფის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG